воскресенье, 19 декабря 2010 г.

,,კაცია-ადამიანი?!"

  1. გაკვეთილის თემა: ,,კაცია- ადამიანი?!" ყველა კაცი არის ადამიანი?
  2. საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
  3. მასწავლებელი: ლალი თევზაძე
  4. მისაღწევი შედეგები: ადამიანობის არსის და მნიშვნელობის განსაზღვრა, ტექსტის ცოდნის საფუძველზე პერსონაჟების დახასიათება, ქვეტექსტის ამოკითხვისა და განზოგადების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, კრიტიკული ხედვის უნარების განვითარება , ზნეობრივი ირებულებების გათავისება.
  5. ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები: ასოციაციური რუკა, გონებრივი იერიში, მინი ლექცია, 3.2.1
  6. სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო სამუშაო ფურცლები, დაფა, ცარცი, პოსტერი, ფლომასტერი, მოსწავლეთა ნახატები.
  7. გაკვეთილის მსვლელობა:  A- ფაზა( გამოწვევა) (7 წთ)        გონებრივი იერიშით დაფაზე კეთდება      ასოციაციური რუკა , იკვეთება პრობლემა--
  8.  , ყველა კაცი არის ადამიანი?" პრობლემის დამუშავებამდე 2 მოსწავლე წარმოადგენს მოკლე სცენარს ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებიდან                                                                             B-ფაზა(კონსტრუირება) (28 წთ)------------მოსწავლეები იყოფიან 5 ჯგუფად. 1-ლი ჯგუფი მუშაობს ლუარსაბის დახასიათებაზე , მე-2  ჯგუფი ახასიათებს დარეჯანს,  მე-3 ჯგუფი არკვევს, როგორია ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი და ამ დამოკიდებულებების გამოხატვის ფორმები. მე-4 ჯგუფი მსჯელობს : ლუარსაბი- კერძო თუ ზოგადი სახე?  მე-5 ჯგუფი გაიაზრებს ეპიგრაფს, მის კავშირს ნაწარმოებთან, გამოაქვს დასკვნა, მსჯელობს ილიას მსოფლმხედველობაზე. პრეზენტაცია, დეფრიფინგი                                                                                                       C-ფაზა(რეფლექსია) 7(წთ)-------------სტრატეგია 3.2.1- საშინაო დავალების მიცემა: თათქარიძეები დღეს . 
  9. შეფასება:( 3წთ)------ურთიერთშეფასება, საუკეთესო ჯგუფის გამოვლენა მოსწავლეთა მიერ

пятница, 10 декабря 2010 г.

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი
მდუმარებით შემოსილი შეგამების ქნარი ,
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე  ჩუმი ასე წყნარი ჯერ ცა მე არ მახსოვს........