ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი შევქმენი 2018
წლის 15 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე მე-7 კლასის მოსწავლეთათვის,
რისთვისაც გამოვიყენე კომპიუტერულ პროგრამა PowerPoint.
რესურსის გამოყენების
მიზნით გაკვეთილი ტარდება ისტ-ის ოთახში. დავალება ჩატვირთულია PowerPoint-ის პროგრამაში,მოცემულია
გეოგრაფიული ადგილები, რეიტინგის სკალა, ვაძლევ ინსტრუქციას, რის შემდეგაც მოსწავლეები რეიტინგის სკალაზე თანამიმდევრულად განათავსებენ
გეოგრაფიულ ადგილებს მწერლის ცხოვრების გზის გათვალისწინებით,შემდეგ ვრთავთ სლაიდშოუს
და ვამოწმებთ პასუხებს. მოსწავლეები გაიხსენებენ,
რა ფაქტი/ მოვლენა უკავშირდება თითოეულ მათგანს. რესურსი საინტერესოა გ შემდეგი აქტივობისთვის-
შეუსაბამეთ თითოეულ საფეხურს მწერლის ცხოვრების გარკვეული ეტაპი და მოკლედ გადმოეცით
მნიშვნელოვანი ეპიზოდები. რესურსი ამზადებს საფუძველს ვარაუდების სქემისათვის: როგორი
პიროვნება იქნებოდა მწერალი,როგორ განსაზღვრავდა ეპოქის კატაკლიზმები მწერლის მსოფლმხედველობას,
როგორი დამოკიდებულება და ღირებულებები ჩამოუყალიბდებოდა მას. მცირეოდენი მოდიფიცირებით ეს რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად
გამოვიყენოთ. ამ რესურსის გამოყენება შეიძლება
ბიოგრაფიის შესწავლის დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, გამოწვევის ეტაპზეც.გარდა ამისა,
იკვეთება საგანთა შორის კავშირი(ისტორია, ისტი).ისტორიის გაკვეთილზე-როდესაც შეისწავლიან
მე-18 საუკუნეს,შეაფასებენ, რა გავლენა მოახდინა
ეპოქამ მწერლის ბედზე.
რესურსი ხელს უწყობს
მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს მეხსიერებას,ხელს უწყობს ლოგიკური
კავშირების დამყარებას, ავითარებს ასოციაციურ აზროვნებას.
ელექტრონული რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლება.მიმაჩნია, რომ ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება გაკვეთილს უფრო
სახალისოს ხდის. ლიტერატურაში ამ რესურსის
გამოყენება შეიძლება ბიოგრაფიის შესწავლის დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, გამოწვევის
ეტაპზეც.გარდა ამისა, იკვეთება საგანთა შორის კავშირი(ისტორია, ისტი).რესურსი სავსებით შეესაბამება ესგ სტანდარტით განსაზღვრულ მისაღწევ
შედეგებს.
ქართ. VII.
7. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს
მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
•ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს
ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
•ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში
ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
რესურსის შექმნისას გათვალისწინებულია ამ რესურსის სამიზნე
ჯგუფის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება,ინდივიდუალური საჭიროებები.
რესურსი შესწავლილი
საკითხის ორგანიზებისა და პროვოცირებისთვის
ეფექტური გამოდგა. ზოგიერთი მოსწავლისათვის ასეთი ფორმით გაკვეთილში ჩართვა უფრო საინტერესოა.
მცირეოდენი მოდიფიცირებით ეს რესურსი შეიძლება მრავალმხრივად გამოვიყენოთ. შეიძლება
ლიტერატურაში საბაზო საფეხურზე-სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის შესწავლის დროს,ისტორიის გაკვეთილზე-როდესაც
შეისწავლიან მე-18 საუკუნეს,შეაფასებენ, რა
გავლენა მოახდინა ეპოქამ მწერლის ბედზე.
ვფიქრობ, რესურსი ორიგინალურია თავისი გამოყენების არეალით.
რესურსის გამოყენების მიზნით გაკვეთილი ჩატარდა ისტ-ის ოთახში,მონიტორზე გამოჩნდა დავალება,ჩატვირთული
PowerPoint-ის პროგრამაში,მოცემულია გეოგრაფიული ადგილები, რეიტინგის სკალა, მივეცი
ინსტრუქცია, რის შემდეგაც მოსწავლეებმა რეიტინგის
სკალაზე თანამიმდევრულად განათავსეს გეოგრაფიული ადგილები მწერლის ცხოვრების გზის გათვალისწინებით,შემდეგ
ჩავრთეთ სლაიდშოუ და შევამოწმეთ პასუხები.
მივეცი ინსტრუქცია, რესურსი საინტერესო გამოდგა შემდეგი აქტივობისთვის- შეუსაბამეთ
თითოეულ საფეხურს მწერლის ცხოვრების გარკვეული ეტაპები და მოკლედ გადმოეცით მნიშვნელოვანი
ეპიზოდები. რესურსმა მოამზადა საფუძველი ვარაუდების სქემისათვის:როგორი პიროვნება იქნებოდა
მწერალი,როგორ განსაზღვრავდა ეპოქის კატაკლიზმები მწერლის მსოფლმხედველობას, როგორი
დამოკიდებულება და ღირებულებები ჩამოუყალიბდებოდა მას.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას,
ააქტიურებს მეხსიერებას,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს ასოციაციურ
აზროვნებას.