четверг, 20 июня 2019 г.

სულხან-საბა ორბელიანი


ინსტრუქცია

   სასწავლო რესურსი შევქმენი 2018 წლის 15 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე მე-7 კლასის მოსწავლეთათვის, რისთვისაც გამოვიყენე კომპიუტერულ პროგრამა PowerPoint.
რესურსის გამოყენების მიზნით გაკვეთილი ტარდება ისტ-ის ოთახში. დავალება  ჩატვირთულია PowerPoint-ის პროგრამაში,მოცემულია გეოგრაფიული ადგილები, რეიტინგის სკალა, ვაძლევ ინსტრუქციას, რის შემდეგაც მოსწავლეები  რეიტინგის სკალაზე თანამიმდევრულად განათავსებენ გეოგრაფიულ ადგილებს მწერლის ცხოვრების გზის გათვალისწინებით,შემდეგ ვრთავთ სლაიდშოუს და  ვამოწმებთ პასუხებს. მოსწავლეები გაიხსენებენ, რა ფაქტი/ მოვლენა უკავშირდება თითოეულ მათგანს. რესურსი საინტერესოა გ შემდეგი აქტივობისთვის- შეუსაბამეთ თითოეულ საფეხურს მწერლის ცხოვრების გარკვეული ეტაპი და მოკლედ გადმოეცით მნიშვნელოვანი ეპიზოდები. რესურსი ამზადებს საფუძველს ვარაუდების სქემისათვის: როგორი პიროვნება იქნებოდა მწერალი,როგორ განსაზღვრავდა ეპოქის კატაკლიზმები მწერლის მსოფლმხედველობას, როგორი დამოკიდებულება და ღირებულებები ჩამოუყალიბდებოდა მას.  მცირეოდენი მოდიფიცირებით ეს რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. ამ რესურსის  გამოყენება შეიძლება ბიოგრაფიის შესწავლის დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, გამოწვევის ეტაპზეც.გარდა ამისა, იკვეთება საგანთა შორის კავშირი(ისტორია, ისტი).ისტორიის გაკვეთილზე-როდესაც შეისწავლიან მე-18 საუკუნეს,შეაფასებენ,  რა გავლენა მოახდინა ეპოქამ მწერლის ბედზე.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს მეხსიერებას,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს ასოციაციურ აზროვნებას.

 ელექტრონული რესურსის რეფლექსია

ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.მიმაჩნია, რომ ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება გაკვეთილს უფრო სახალისოს ხდის. ლიტერატურაში ამ რესურსის  გამოყენება შეიძლება ბიოგრაფიის შესწავლის დროს, შემაჯამებელ გაკვეთილზე, გამოწვევის ეტაპზეც.გარდა ამისა, იკვეთება საგანთა შორის კავშირი(ისტორია, ისტი).რესურსი სავსებით  შეესაბამება ესგ სტანდარტით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
 ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია
 სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
•ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
•ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
რესურსის შექმნისას გათვალისწინებულია ამ რესურსის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება,ინდივიდუალური საჭიროებები.
 რესურსი შესწავლილი საკითხის ორგანიზებისა  და პროვოცირებისთვის ეფექტური გამოდგა. ზოგიერთი მოსწავლისათვის ასეთი ფორმით გაკვეთილში ჩართვა უფრო საინტერესოა. მცირეოდენი მოდიფიცირებით ეს რესურსი შეიძლება მრავალმხრივად გამოვიყენოთ. შეიძლება ლიტერატურაში საბაზო საფეხურზე-სულხან-საბა ორბელიანის  ბიოგრაფიის შესწავლის დროს,ისტორიის გაკვეთილზე-როდესაც შეისწავლიან მე-18 საუკუნეს,შეაფასებენ,  რა გავლენა მოახდინა ეპოქამ მწერლის ბედზე.
ვფიქრობ, რესურსი ორიგინალურია თავისი გამოყენების არეალით. რესურსის გამოყენების მიზნით გაკვეთილი ჩატარდა ისტ-ის ოთახში,მონიტორზე გამოჩნდა დავალება,ჩატვირთული PowerPoint-ის პროგრამაში,მოცემულია გეოგრაფიული ადგილები, რეიტინგის სკალა, მივეცი ინსტრუქცია, რის შემდეგაც მოსწავლეებმა  რეიტინგის სკალაზე თანამიმდევრულად განათავსეს გეოგრაფიული ადგილები მწერლის ცხოვრების გზის გათვალისწინებით,შემდეგ ჩავრთეთ სლაიდშოუ და  შევამოწმეთ პასუხები. მივეცი ინსტრუქცია, რესურსი საინტერესო გამოდგა შემდეგი აქტივობისთვის- შეუსაბამეთ თითოეულ საფეხურს მწერლის ცხოვრების გარკვეული ეტაპები და მოკლედ გადმოეცით მნიშვნელოვანი ეპიზოდები. რესურსმა მოამზადა საფუძველი ვარაუდების სქემისათვის:როგორი პიროვნება იქნებოდა მწერალი,როგორ განსაზღვრავდა ეპოქის კატაკლიზმები მწერლის მსოფლმხედველობას, როგორი დამოკიდებულება და ღირებულებები ჩამოუყალიბდებოდა მას.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს მეხსიერებას,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს ასოციაციურ აზროვნებას.



среда, 19 июня 2019 г.

მხატვრული ხერხები - რესურსის ინსტრუქცია


ინსტრუქცია

 

სასწავლო რესურსის  შესაქმნელად  გამოვიყენე კომპიუტერულ პროგრამა , PowerPoint,რადგან  ისტ- ის  გამოყენება გაცილებით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს. რესურსი შეიქმნა მე -6 კლასელთათვის თემაზე: მხატვრული ხერხები.   ლიტერატურაში ამ რესურსის  გამოყენება შეიძლება გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე: გამოწვევის ეტაპზე-სხვა მხატვრულ ხერხებზე მუშაობის დაწყებამდე,  სიღრმისეული წვდომის დროს,  რეფლექსიის ეტაპზეც.ყურადღება მახვილდება ეპითეტისა და შედარებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, მათი ამოცნობისთვის საჭირო ნიშნებზე. საინფორმაციო მასალას ერთვის სააზროვნო დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისა და გონებრივი იერიშისათვის. 
 რესურსი შესწავლილი საკითხის ორგანიზებისა  და გააზრებისათვის  ეფექტურია.  რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მცირეოდენი მოდიფიცირებით (მეტაფორის... დამატებით) ეს რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. მაგალითად,  მხატვრულ ხერხებზე მუშაობის დროს შემაჯამებელ გაკვეთილზე, საბაზო საფეხურზე.
რესურსის გამოყენების მიზნით გამოვიყენე კომპიუტერული ტექნიკა.სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის გაცნობისა და  დამუშავების შემდეგ მონიტორზე გამოჩნდა საინფორმაციო ტექსტი -ძირეული საკვანძო საკითხები, მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევარი შეადარეს და შეამოწმეს, როგორ გაიგეს მასალა.  ამის შემდეგ უპასუხეს სლაიდზე მოცემულ კითხვებს, ბოლოს შეასრულეს  დავალება- მოცემული წინადადებები დაეკავშირებინათ შესაბამის მხატვრულ ხერხთან.მივეცი ინსტრუქცია,  მოსწავლეებმა კითხვა- პასუხის მეთოდით დავალებას უპასუხეს. ჩავრთე სლაიდშოუ და თავად შეამოწმეს პასუხები. რესურსი საინტერესო გამოდგა მომდევნო აქტივობაზე გადასასვლელად (მსჯელობა მწერლის მიერ მხატვრული ხერხების გამოყენების დანიშნულებაზე).  გარდა ამისა, მომზადდა საფუძველი რეფლექსიისათვის( ბუნების აღწერა ეპითეტისა და შედარების გამოყენებით).
რესურსი  ეხმარება მოსწავლეს ტექსტის გააზრებაში,  ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს აზროვნების პროცესს ,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს  ანალიზის უნარს.




რესურსის რეფლექსია   

 ელექტრონული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-6 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს მათს ინტერპრეტაციას;
•ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.   
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•           საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
•           ქმნის ორიგინალურ თხზულებას.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მხატვრული ხერხების გაცნობას,იდენტიფიცირებას, მათი ფუნქციის გარკვევასა და  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.აღნიშნული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის სისტემატიზაციაში და უკეთ აღქმაში, პრაქტიკულ საქმიანობაში. გარდა ამისა, რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. ლიტერატურაში ამ რესურსის  გამოყენება შეიძლება გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე: გამოწვევის ეტაპზე-სხვა მხატვრულ ხერხებზე მუშაობის დაწყებამდე,  სიღრმისეული წვდომის დროს,  რეფლექსიის ეტაპზეც. რესურსი სავსებით  შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.გათვალისწინებულია ამ რესურსის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება,  ინდივიდუალური საჭიროებები. ყურადღება მახვილდება ეპითეტისა და შედარებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, მათი ამოცნობისთვის საჭირო ნიშნებზე. საინფორმაციო მასალას  ერთვის სააზროვნო კითხვები დამოუკიდებელი მუშაობისა და გონებრივი იერიშისათვის.  
 რესურსი შესწავლილი საკითხის ორგანიზებისა  და გააზრებისათვის  ეფექტური გამოდგა. ზოგიერთი მოსწავლისათვის ასეთი ფორმით გაკვეთილში ჩართვა უფრო საინტერესოა. რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მცირეოდენი მოდიფიცირებით(მეტაფორის... დამატებით) ეს რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. მაგალითად, შემაჯამებელ გაკვეთილზე მხატვრული ხერხებზე მუშაობის დროს, საბაზო საფეხურზე.
ვფიქრობ, რესურსი ორიგინალურია თავისი გამოყენების არეალით.
 რესურსის გამოყენების მიზნით გამოვიყენე კომპიუტერული ტექნიკა.სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის გაცნობისა და  დამუშავების შემდეგ მონიტორზე გამოჩნდა საინფორმაციო ტექსტი -ძირეული საკვანძო საკითხები, მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევარი შეადარეს და შეამოწმეს, როგორ გაიგეს მასალა.  ამის შემდეგ უპასუხეს სლაიდზე მოცემულ კითხვებს, ბოლოს შეასრულეს  დავალება- მოცემული წინადადებები დაეკავშირებინათ შესაბამის მხატვრულ ხერხთან. მივეცი ინსტრუქცია,  მოსწავლეებმა კითხვა- პასუხის მეთოდით დავალებას უპასუხეს. ჩავრთე სლაიდშოუ და თავად შეამოწმეს პასუხები. რესურსი საინტერესო გამოდგა მომდევნო აქტივობაზე გადასასვლელად (მსჯელობა მწერლის მიერ მხატვრული ხერხების გამოყენების დანიშნულებაზე).  გარდა ამისა, მომზადდა საფუძველი რეფლექსიისათვის( ბუნების აღწერა ეპითეტისა და შედარების გამოყენებით).
რესურსის გამოყენებისას პრობლემა არ შემქმნია.ელექტრონული რესურსის გამოყენებით გაკვეთილის  ჩატარება ჩემთვისაც საინტერესო აღმოჩნდა, მეტი მოტივაცია გამიჩნდა.
რესურსი  ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს აზროვნების პროცესს ,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს  ანალიზის უნარს.


https://drive.google.com/file/d/1ThohBRX3i91uUMHhTKnR22jRf_6w0i03/view?usp=sharing

воскресенье, 19 декабря 2010 г.

,,კაცია-ადამიანი?!"

  1. გაკვეთილის თემა: ,,კაცია- ადამიანი?!" ყველა კაცი არის ადამიანი?
  2. საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
  3. მასწავლებელი: ლალი თევზაძე
  4. მისაღწევი შედეგები: ადამიანობის არსის და მნიშვნელობის განსაზღვრა, ტექსტის ცოდნის საფუძველზე პერსონაჟების დახასიათება, ქვეტექსტის ამოკითხვისა და განზოგადების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, კრიტიკული ხედვის უნარების განვითარება , ზნეობრივი ირებულებების გათავისება.
  5. ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები: ასოციაციური რუკა, გონებრივი იერიში, მინი ლექცია, 3.2.1
  6. სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო სამუშაო ფურცლები, დაფა, ცარცი, პოსტერი, ფლომასტერი, მოსწავლეთა ნახატები.
  7. გაკვეთილის მსვლელობა:  A- ფაზა( გამოწვევა) (7 წთ)        გონებრივი იერიშით დაფაზე კეთდება      ასოციაციური რუკა , იკვეთება პრობლემა--
  8.  , ყველა კაცი არის ადამიანი?" პრობლემის დამუშავებამდე 2 მოსწავლე წარმოადგენს მოკლე სცენარს ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებიდან                                                                             B-ფაზა(კონსტრუირება) (28 წთ)------------მოსწავლეები იყოფიან 5 ჯგუფად. 1-ლი ჯგუფი მუშაობს ლუარსაბის დახასიათებაზე , მე-2  ჯგუფი ახასიათებს დარეჯანს,  მე-3 ჯგუფი არკვევს, როგორია ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი და ამ დამოკიდებულებების გამოხატვის ფორმები. მე-4 ჯგუფი მსჯელობს : ლუარსაბი- კერძო თუ ზოგადი სახე?  მე-5 ჯგუფი გაიაზრებს ეპიგრაფს, მის კავშირს ნაწარმოებთან, გამოაქვს დასკვნა, მსჯელობს ილიას მსოფლმხედველობაზე. პრეზენტაცია, დეფრიფინგი                                                                                                       C-ფაზა(რეფლექსია) 7(წთ)-------------სტრატეგია 3.2.1- საშინაო დავალების მიცემა: თათქარიძეები დღეს . 
  9. შეფასება:( 3წთ)------ურთიერთშეფასება, საუკეთესო ჯგუფის გამოვლენა მოსწავლეთა მიერ

пятница, 10 декабря 2010 г.

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი
მდუმარებით შემოსილი შეგამების ქნარი ,
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე  ჩუმი ასე წყნარი ჯერ ცა მე არ მახსოვს........