ინსტრუქცია
სასწავლო რესურსის შესაქმნელად გამოვიყენე კომპიუტერულ პროგრამა , PowerPoint,რადგან ისტ- ის გამოყენება გაცილებით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს. რესურსი შეიქმნა მე -6 კლასელთათვის თემაზე: მხატვრული ხერხები. ლიტერატურაში ამ რესურსის გამოყენება შეიძლება გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე:
გამოწვევის ეტაპზე-სხვა მხატვრულ ხერხებზე მუშაობის დაწყებამდე, სიღრმისეული წვდომის დროს, რეფლექსიის ეტაპზეც.ყურადღება მახვილდება ეპითეტისა
და შედარებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, მათი ამოცნობისთვის საჭირო ნიშნებზე.
საინფორმაციო მასალას ერთვის სააზროვნო დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისა და გონებრივი
იერიშისათვის.
რესურსი შესწავლილი საკითხის ორგანიზებისა და გააზრებისათვის ეფექტურია. რესურსი მრავალჯერადი
გამოყენებისაა. მცირეოდენი მოდიფიცირებით (მეტაფორის...
დამატებით) ეს რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. მაგალითად, მხატვრულ ხერხებზე მუშაობის დროს შემაჯამებელ გაკვეთილზე, საბაზო საფეხურზე.
რესურსის გამოყენების მიზნით
გამოვიყენე კომპიუტერული ტექნიკა.სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის გაცნობისა და დამუშავების შემდეგ მონიტორზე გამოჩნდა საინფორმაციო
ტექსტი -ძირეული საკვანძო საკითხები, მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევარი შეადარეს და შეამოწმეს,
როგორ გაიგეს მასალა. ამის შემდეგ უპასუხეს სლაიდზე მოცემულ კითხვებს, ბოლოს
შეასრულეს დავალება- მოცემული წინადადებები დაეკავშირებინათ შესაბამის
მხატვრულ ხერხთან.მივეცი ინსტრუქცია, მოსწავლეებმა
კითხვა- პასუხის მეთოდით დავალებას უპასუხეს. ჩავრთე სლაიდშოუ და თავად შეამოწმეს პასუხები.
რესურსი საინტერესო გამოდგა მომდევნო აქტივობაზე გადასასვლელად (მსჯელობა მწერლის მიერ
მხატვრული ხერხების გამოყენების დანიშნულებაზე).
გარდა ამისა, მომზადდა საფუძველი რეფლექსიისათვის( ბუნების აღწერა ეპითეტისა
და შედარების გამოყენებით).
რესურსი ეხმარება მოსწავლეს ტექსტის გააზრებაში, ხელს უწყობს
მოსწავლეთა ჩართულობასა და ინტერაქციას, ააქტიურებს აზროვნების პროცესს ,ხელს უწყობს
ლოგიკური კავშირების დამყარებას, ავითარებს
ანალიზის უნარს.
რესურსის
რეფლექსია
ელექტრონული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-6
კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით
გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს
მათს ინტერპრეტაციას;
•ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით
მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის
დანიშნულებას.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და
შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული
წარმოსახვის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• საკუთარი
განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
• ქმნის
ორიგინალურ თხზულებას.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი
შეუწყოს მოსწავლეების მიერ მხატვრული ხერხების გაცნობას,იდენტიფიცირებას, მათი
ფუნქციის გარკვევასა და მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლებას.აღნიშნული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს
ცოდნის სისტემატიზაციაში და უკეთ აღქმაში, პრაქტიკულ საქმიანობაში. გარდა ამისა,
რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს
მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. ლიტერატურაში
ამ რესურსის გამოყენება შეიძლება გაკვეთილის
სხვადასხვა ეტაპზე: გამოწვევის ეტაპზე-სხვა მხატვრულ ხერხებზე მუშაობის
დაწყებამდე, სიღრმისეული წვდომის დროს, რეფლექსიის ეტაპზეც. რესურსი სავსებით შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ
შედეგებს.გათვალისწინებულია ამ რესურსის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურება, ინდივიდუალური საჭიროებები.
ყურადღება მახვილდება ეპითეტისა და შედარებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე,
მათი ამოცნობისთვის საჭირო ნიშნებზე. საინფორმაციო მასალას ერთვის
სააზროვნო კითხვები დამოუკიდებელი მუშაობისა და გონებრივი იერიშისათვის.
რესურსი შესწავლილი საკითხის ორგანიზებისა და გააზრებისათვის ეფექტური გამოდგა.
ზოგიერთი მოსწავლისათვის ასეთი ფორმით გაკვეთილში ჩართვა უფრო საინტერესოა. რესურსი
მრავალჯერადი გამოყენებისაა. მცირეოდენი მოდიფიცირებით(მეტაფორის... დამატებით) ეს
რესურსი შეიძლება მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. მაგალითად, შემაჯამებელ
გაკვეთილზე მხატვრული ხერხებზე მუშაობის დროს, საბაზო საფეხურზე.
ვფიქრობ,
რესურსი ორიგინალურია თავისი გამოყენების არეალით.
რესურსის გამოყენების მიზნით გამოვიყენე
კომპიუტერული ტექნიკა.სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის გაცნობისა და დამუშავების შემდეგ მონიტორზე გამოჩნდა
საინფორმაციო ტექსტი -ძირეული საკვანძო საკითხები, მოსწავლეებმა თავიანთი
ნამუშევარი შეადარეს და შეამოწმეს, როგორ გაიგეს მასალა. ამის შემდეგ უპასუხეს სლაიდზე მოცემულ
კითხვებს, ბოლოს შეასრულეს დავალება-
მოცემული წინადადებები დაეკავშირებინათ შესაბამის მხატვრულ ხერხთან. მივეცი
ინსტრუქცია, მოსწავლეებმა კითხვა- პასუხის
მეთოდით დავალებას უპასუხეს. ჩავრთე სლაიდშოუ და თავად შეამოწმეს პასუხები. რესურსი
საინტერესო გამოდგა მომდევნო აქტივობაზე გადასასვლელად (მსჯელობა მწერლის მიერ
მხატვრული ხერხების გამოყენების დანიშნულებაზე). გარდა ამისა, მომზადდა საფუძველი რეფლექსიისათვის(
ბუნების აღწერა ეპითეტისა და შედარების გამოყენებით).
რესურსის
გამოყენებისას პრობლემა არ შემქმნია.ელექტრონული რესურსის გამოყენებით
გაკვეთილის ჩატარება ჩემთვისაც საინტერესო
აღმოჩნდა, მეტი მოტივაცია გამიჩნდა.
რესურსი
ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და
ინტერაქციას, ააქტიურებს აზროვნების პროცესს ,ხელს უწყობს ლოგიკური კავშირების
დამყარებას, ავითარებს ანალიზის უნარს.
https://drive.google.com/file/d/1ThohBRX3i91uUMHhTKnR22jRf_6w0i03/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1ThohBRX3i91uUMHhTKnR22jRf_6w0i03/view?usp=sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий